Accentnews.ge
ყაბარდო-ბალყარეთში კორონავირუსი იმამსა და მის ცოლს დაუდგინდა

ყაბარდო-ბალყარეთში კორონავირუსი იმამსა და მის ცოლს დაუდგინდა

22/03/2020 08:55:51 მსოფლიო

ჩრდილოეთ ოსეთის მოსაზღვრე ყაბარდო-ბალყარეთში იმამსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ირკვევა, რომ ბოლო პერიოდში მათ უცხოეთში იმოგზაურეს, - წერს გამოცემა «Слово».

მისივე ინფორმაციით, საკარანტინო რეჟიმი მეუღლეებიდან არც ერთს არ დაუცვია.

ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსზე 250 ტესტია ჩატარებული და ყველა შედეგი უარყოფითია, - განაცხადა ბრიფინგზე რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა თამერლან გოგიჩაევმა.

«ყველა, ვინც რუსეთის საზღვარს კვეთს, თერმომეტრიის პროცედურას გაივლის და იღებს დადგენილებას 14-დღიანი თვითიზოლაციის შესახებ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებულია უკვე 250 ტესტი», - განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, გოგიჩაევმა მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან პროფილაქტიკური ზომები.

«ჩვენ კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ აუცილებელია, ხელი ვიბანოთ ან დავიმუშავოთ სპეციალური საშუალებებით, თავი ავარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტის – ხელის ჩამორთმევის გზით გადაეცემა», - განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეები რუსეთის უკვე 24 რეგიონში გამოვლინდნენ, - წერს საინფორმაციო სააგენტო “რესი”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S