ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს კავშირს უერთდება
22/03/2020 08:58:55 მსოფლიო
«ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ ხელი მოაწერა დასკვნით დოკუმენტს ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიერთების თაობაზე.
ამგვარად, ეს მცირე ბალკალური სახელმწიფო, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 2 მლნ ადამიანს შეადგენს, უახლოეს ხანებში ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური კავშირის 30-ე წევრი გახდება. ფორმალური ცერემონიის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით არ დასახელებულა.
პრეზიდენტ პენდაროვსკის მიერ დოკუმენტის ხელმოწერას ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან უკანასკნელის - ესპანეთის პარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიცირება უსწრებდა წინ. ესპანელი პარლამენტარები იძულებულები გახდნენ, კორონავირუსის ეპიდემიის გამო “დისტანციურად” ეყარათ კენჭი. ესპანეთის პარლამენტის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა “ტვიტერში” დაწერა: «ამგვარად, ყველა მოკავშირე მიესალმება თავის რიგებში 30-ე წევრის გამოჩემას. გილოცავთ, ჩრდილოთ მაკედონია!».


