Accentnews.ge
გერმანიის კანცლერი სასმელს იმარაგებს

გერმანიის კანცლერი სასმელს იმარაგებს

22/03/2020 09:15:56 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ღვინოს იმარაგებს. გერმანული მედიის ცნობით, კანცლერი ბერლინში მდებარე სუპერმარკეტ "Hit Ullrich"–სტუმრობდა და შენაძენებს შორის პრიორიტეტი სასმელს მიანიჭა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მერკელმა ბოსტნეულისა და ტკბილეულის გარდა, 4 ბოთლი ღვინო, საპონი და ტუალეტის ქაღალდი შეიძინა.

მას შემდეგ რაც, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსი გავრცელდა, მოქალაქეებმა საკვები პროდუქტების, ანტისეპტიკებისა და ტულეტის ქაღალდის პანიკური შესყიდვები დაიწყეს.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსს 75 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 21000.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 12 900 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000–ს გადააჭარბა, 96 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. 51 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 3 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S