Accentnews.ge
იტალიაში საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიაში საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა გამოცხადდა

22/03/2020 10:20:32 მსოფლიო

იტალიის ხელისუფლებამ (ქვეყანა მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და ამ ვირუსით გარდაცვალების რაოდენობის მიხედვით კვლავ პირველ ადგილზეა) COVID-19-ის ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა. მთავრობის მეთაურმა ჯუზეპე კონტემ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა გამოცხადდეს, რომლის ფარგლებშიც ყველა საწარმო, დაწესებულება და ორგანიზაცია, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანისა, დაიხურება. საუბარია, კერძოდ, სასურსათო მაღაზიებზე, აფთიაქებზე, ბანკებზე და საფოსტო განყოფილებებზე. ასევე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიწოდების სამსახურები, პირველადი მოხმარების საგნების მწარმოებელი საწარმოები.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იტალია ეპიდემიის შესაჩერებლად «თავის საწარმოო ძრავას ამუხრუჭებს», თუმცა სრულად არ აჩერებს.

მანამდე ქვეყანაში დაიხურა ყველა პარკი, მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდეს.ბოლო დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 20%-ით გაიზარდა და 793 ადამიანი შეადგინა. თვის განმავლობაში კი გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 4825-ს გაუტოლდა.

გასულ ხუთშაბათს იტალიამ გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო. შაბათის საღამოსთვის ქვეყანაში 53 ათასი ინფიცირებული იყო აღრიცხული. მხოლოდ ერთი-დღე-ღამის განმავლობაში 6557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - იუწყებოდა “Reuters".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S