Accentnews.ge
ფრანგმა მედიკოსებმა პრემიერს და ჯანდაცვის ექს-მინისტრს სასამართლოში უჩივლეს

ფრანგმა მედიკოსებმა პრემიერს და ჯანდაცვის ექს-მინისტრს სასამართლოში უჩივლეს

22/03/2020 12:23:17 მსოფლიო

600-მა ფრანგმა მედიკოსმა სასამართლოში ქვეყნის პრემიერ ედუარდ ფილიპისა და ჯანდაცვის ექს-მინისტრ ანიეს ბუზენის წინააღმდეგ საჩივარი წარადგინა, - იუწყება Le Figaro.

საჩივარი მედიკოსებმა 19 მარტს შეიტანეს.

მათ პრემიერ-მინისტრი და ექს-მინისტრი «სახელმწიფო სიცრუეში» დაადანაშაულეს COVID-19-ის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო.

მედიკოსების შეფასებით, ფილიპმა და ბუზენმა არ მიიღეს სათანადო ზომები საფრანგეთში ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ საფრთხის შესახებ. სარჩელის წარდგენის ერთ-ერთ მიზეზად სამედიცინო ნიღბების უკმარისობაც იქცა. ამჟამად მედიკოსების საჩივარს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელსაც უფლება აქვს, განხილვის შემდეგ მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაუგზავნოს. საფრანგეთის ტერიტორიაზე თითქმის 14,5 ათასი ინფიცირებულია აღრიცხული, გარდაცვლილია 562 მოქალაქე. დღეს ფილიპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სამედიცინო ნიღბების 40 პროტოტიპის ტესტირება დაიწყეს, რაც ფრანგებს მათი დეფიციტის დაძლევაში შეიძლება, დაეხმაროთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S