Accentnews.ge
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა

22/03/2020 17:47:59 მსოფლიო

ბოლო 24 საათში იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა. დღე–ღამის განმავლობაში ვირუსმა 651 ადამიანი იმსხვერპლა, გუშინ კი – 793.

კორონავირუსმა ქვეყანაში საერთო ჯამში 5,476 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 59 138.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 12 900 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000–ს გადააჭარბა, 96 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. 51 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 3 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S