Accentnews.ge
გერმანიაში 2 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა

გერმანიაში 2 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა

22/03/2020 17:26:43 მსოფლიო

გერმანიაში 2 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვა არ ეხება ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ.

"მოქალაქეებს შორის კონტაქტი მაქსიმალურად უნდა შევამციროთ. ვკრძალავ 2 კაცზე მეტის შეკრებას. ეს არ ეხება ოჯახებს. 2 კაცს შორის მინიმალური დისტანცია დაახლოებით 2 მეტრი უნდა იყოს. აღნიშნული ზომები ძალაში დღეიდან ორი კვირის გგანმავლობაში იქნება", – განაცხადა მერკელმა.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსს 75 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 21000.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 12 900 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000–ს გადააჭარბა, 96 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. 51 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 3 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S