Accentnews.ge
ესპანეთს ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოები მზადყოფნის რეჟიმზე გადაჰყავს და საგანგებო მდგომარეობას კიდევ 15 დღით ახანგრძლივებს

ესპანეთს ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოები მზადყოფნის რეჟიმზე გადაჰყავს და საგანგებო მდგომარეობას კიდევ 15 დღით ახანგრძლივებს

22/03/2020 19:25:13 მსოფლიო

ესპანეთს ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოები მზადყოფნის რეჟიმზე გადაჰყავს და საგანგებო მდგომარეობას კიდევ 15 დღით ახანგრძლივებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ესპანეთი მსოფლიოში კორონავირუსით ერთ–ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. წინ მძიმე დღეები გველის“, – განაცხადა პრემიერმა.

ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს შემოიღო, რომელიც 28 მარტამდე მოქმედებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც დღე–ღამის განმავლობაში 24 საათში ვირუსს 394 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით 1720 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 28 572 .

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S