Accentnews.ge
პენტაგონის 211 თანამშრომელს, მათ შორის 111 სამხედრო მოსამსახურეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

პენტაგონის 211 თანამშრომელს, მათ შორის 111 სამხედრო მოსამსახურეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

22/03/2020 21:17:07 მსოფლიო

პენტაგონის 211 თანამშრომელს, მათ შორის 111 სამხედრო მოსამსახურეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

გარდა ამისა, ნიუ–იორკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ დერმოტ შის განცხადებით, 98 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, 98 ინფიცირებულიდან 95 სახლში აგრძელებს მკურნალობას, 3 კი ჰოსპიტალიზებულია.

ბოლო მონაცემებით აშშ–ში კორონავირუსს 389 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 30 000–ზე მეტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S