ჩინეთში მეხუთე დღეა, კორონავირუსის შიდა გადადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
23/03/2020 05:21:23 მსოფლიო
ჩინეთში მეხუთე დღეა, ახალი კორონავირუსის შიდა გადადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონვირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ყველას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 14 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 336 000–ს გადააჭარბა, 98 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. 51 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 3 კი გამოჯანმრთელდა.


