ჰარვი ვაინშტაინს კორონავირუსი დაუდგინდა
23/03/2020 06:26:01 მსოფლიო
ამერიკელ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინს, რომელიც სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.
არსებული ინფორმაციით, იგი სწორედ მაშინ დაინფიცირდა, როდესაც რაიკერის კუნძულზე არსებული წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ნიუ-იორკის საპყრობილეში გადაყავდათ.
ჰარვი ვაინშტაინს 11 მარტს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.


