Accentnews.ge
Balenciaga და Saint Laurent პირბადეებს გამოუშვებენ

Balenciaga და Saint Laurent პირბადეებს გამოუშვებენ

23/03/2020 07:43:43 მსოფლიო

ფრანგული მაღალი მოდის წარმომადგენელი ბრენდები Balenciaga და Saint Laurent ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო პირბადეებს გამოუშვებენ.

კომპანიის Kering განცხადებით, ჯანდაცვის უწყების დასტურის შემდეგ, ისინი ნიღბებს ფრანგული საავადმყოფოებისთვის შექმნიან.

ამასთან, Kering–ის ცნობით, იგი საფრანგეთისთვის 3 მლნ პირბადეს ჩინეთის ბაზარზე შეიძენს.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსმა 674 ადამიანი იმსხვერლა, ინფიცირებულია 16 000–ზე მეტი პირი.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 14 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 336 000–ს გადააჭარბა, 98 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. 8 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S