Accentnews.ge
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 438-მდე გაიზარდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 438-მდე გაიზარდა

23/03/2020 08:04:56 მსოფლიო

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 438-მდე გაიზარდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის განცხადებით ბოლო 24 საათში კორონავირუსის 71 შემთხვევა დაფიქსირდა.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსს 1 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 438. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 14 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 336 000–ს გადააჭარბა, 98 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. 8 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S