Accentnews.ge
65 წელს გადაცილებულ მოსკოველებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ

65 წელს გადაცილებულ მოსკოველებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ

23/03/2020 10:13:42 მსოფლიო

26 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით 65 წელს გადაცილებულ მოსკოველებს, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.

შესაბამისი განკარგულება დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა გამოსცა. დამსაქმებლებს დაევალათ, ამ კატეგორიის დასაქმებულები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ, ან ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვან. გამონაკლისს ამმხრივ მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის საწარმოებისა და დაწესებულებების თანამშრომლები, მათ შორის სამედიცინო სფეროს მუშაკები წარმოადგენენ.

მათ, ვინც შინ დარჩენის რეჟიმში იქნება, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გადაუხდიან 4 000 რუბლის ოდენობით, მათგან ნახევარი ავანსად გაიცემა, კიდევ 2000 – შინ ყოფნის რეჟიმის დასრულების შემდეგ, თუმცა იმ პირობით, რომ ეს რეჟიმი განუხრელად იყო დაცული, - დააზუსტა სობიანინმა. ამასთან, ოპერატორები დაავალდებულეს, მოქალაქეთა ამ კატეგორიას ტელეფონები და ინტერნეტი არც ნულოვანი ბალანსის პირობებში გაუთიშონ და სამომავლოდ არც საჯარიმო თანხები დააკისრონ. ხანდაზმულ მოსკოველებს ასევე შეუძლიათ, ისარგებლონ “ცხელი ხაზის” სატელეფონო მომსახურებით სახლში საკვების, წამლების და პირველადი აუცილებლობის პროდუქტების შესაკვეთად.

გარდა ამისა, სობიანინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, სასწავლო პროცესის შეჩერებულობის პერიოდისთვის მოსწავლეთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის კუთხით გათვალისწინებული შეღავათები უქმდება.

რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, 23 მარტის მდგომარეობით, 438 შეადგინა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვინდა 71 ახალი შემთხვევა და ყველა მათგანი მოსკოვშია დაფიქსირებული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა. მან მოუწოდა ხანდაზმულებს, სახლებში დარჩნენ და აუცილებლობის გარეშე შინიდან გასვლას თავი მოარიდონ.

პრემიერმა ასევე გასცა განკარგულება, შეიქმნას იმ ადამიანთა კონტროლის სისტემა, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტები. ამ მიზნით იგი მობილური ოპერატორების მონაცემების გამოყენების ინიციატიით გამოვიდა. მანამდე ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოუწოდა ხანდაზმულებს, 12 კვირის განმავლობაში შინიდან გასვლას მოერიდონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S