Accentnews.ge
“როსავიაცია”: მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენები არ შეიზღუდება

“როსავიაცია”: მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენები არ შეიზღუდება

23/03/2020 13:00:59 მსოფლიო

რუსეთმა ყველა ქვეყანასთან ავიაკავშირი ნაწილობრივ შეწყვიტა. დღეიდან რეგულარული რეისები მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს დედაქალაქების მიმარულებით შესრულდება.

“როსავიაციის” მიერ გამოქვეყნებულ სიაში საქართველოც მოხვდა. თუ უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდს მივენდობით, კორონავირუსის გამო მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენები არ შეწყდება.

ცნობისთვის: რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები მოსკოვის ინიციატივით სრულად გასული წლის ივლისში შეწყდა.

კორონავირუსის გამო 16 მარტიდან დროებით შეჩერებულია მოქალაქეთა მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორისაც. ეს შეზღუდვა ტვირთების გადაზიდვას არ ეხება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S