Accentnews.ge
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა

23/03/2020 17:48:31 მსოფლიო

ბოლო 24 საათში იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა. დღე–ღამის განმავლობაში ვირუსმა 602 ადამიანი იმსხვერპლა, გუშინ კი – 651.

კორონავირუსმა ქვეყანაში საერთო ჯამში 6 077 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 63 928, გამოჯანმრთელებულია 7432.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 14 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 336 000–ს გადააჭარბა, 98 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 61 შემთხვევაა დადასტურებული. 8 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S