ბოლო ერთ დღეში საფრანგეთში კორონავირუსით 186 ადამიანი დაიღუპა
23/03/2020 20:10:52 მსოფლიო
ბოლო ერთ დღეში საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 186 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 860-ს მიაღწია.
როგორც „როიტერი“ იუწყება, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივერ ვეერანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 19 856-ს გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო ერთ დღეში 20 პროცენტით გაიზარდა.


