საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
24/03/2020 06:17:07 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.
- აზერბაიჯანი: 70 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი
- სომხეთი: 235 ინფიცირებული
- თურქეთი: 1 529 ინფიცირებული, 37 გარდაცვლილი
- რუსეთი: 438 ინფიცირებული 1 გარდაცვლილი
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 16 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 381,000–ს გადააჭარბა, 102 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 66 შემთხვევაა დადასტურებული. 66 ადამიანიდან 8 გამოჯანმრთელებულია.


