Accentnews.ge
ჟოზე მოურინიოს მოხუცებულებისთვის საკვები სახლში მიაქვს

ჟოზე მოურინიოს მოხუცებულებისთვის საკვები სახლში მიაქვს

24/03/2020 07:10:30 მსოფლიო

"ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ახალი კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობს. პორტუგალიელი სპეციალისტი Age-ს (ასაკოვან ადამიანთა დასახმარებლად შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაცია) ბრიტანული ოფისის მოხალისედ ჩაეწერა. მან სხვა მოხალისეებსთან ერთად ლონდონის ერთ-ერთ უბანში მცხოვრებ მოხუცებულებს პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები სახლში მიუტანა.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსმა 282 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 5 741.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 16 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 381,000–ს გადააჭარბა, 102 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 66 შემთხვევაა დადასტურებული. 66 ადამიანიდან 8 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S