გერმანიაში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 767-ით გაიზარდა
24/03/2020 08:37:56 მსოფლიო
გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 4 767-ით გაიზარდა. ამდენად, ჯამში დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 27 436-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობა 28-ით – 118 ადამიანამდე გაიზარდა.
გერმანია კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში ჩინეთის, იტალიის, აშშ-სა და ესპანეთის შემდეგ.
გერმანიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომები გაამკაცრა. კერძოდ, 2 ადამიანზე მეტს შეკრება აღარ შეუძლიათ. გამონაკლისი მხოლოდ ერთი ოჯახის წევრებისთვის და ერთად მცხოვრები ადამიანებისთვის არის დაშვებული. აკრძალვა 2 კვირის განმავლობაში იმოქმედებს. მის შესრულებას კი პოლიცია გააკონტროლებს.


