Accentnews.ge
დიდ ბრიტანეთში საერთო ეროვნული კარანტინი დაწესდა

დიდ ბრიტანეთში საერთო ეროვნული კარანტინი დაწესდა

24/03/2020 10:21:38 მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლად საერთო ეროვნული კარანტინი დაწესდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ლონდონმა სხვა ევროპული ქვეყნების, მათ შორის იტალიის, ესპანეთისა და საფრანნგეთის დედაქალაქებს მიბაძა, რომლებმაც მსგავსი ზომები მანამდე მიიღეს.

ახალი წესების თანახმად, ბრიტანეთის მაცხოვრებლები სახლების დატოვებას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეძლებენ: პირველადი აუცილებლობის ნივთებისა და პროდუქტების შესაძენად, ისიც - რაც უფრო იშვიათად, მით უკეთესი; სუფთა ჰაერზე სპორტული ვარჯიშისთვის; სამედიცინო მიზნებით ან სხვათა დასახმარებლად; სამსახურში წასასვლელად, თუკი საქმის დისტანციური შესრულება შეუძლებელია. სხვა მიზეზით სახლის დატოვება იკრძალება. მაღაზიების, რესტორნების, გასართობი დაწესებულებების უმეტესობა დაიკეტება.

ორშაბათის საღამოსთვის დიდ ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 6500 მოქალაქე იყო გამოვლენილი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ეს რიცხვი თითქმის 1000-ით გაიზარდა. ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილია 335 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S