Accentnews.ge
ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსმა 514 ადამიანი იმხვერპლა

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსმა 514 ადამიანი იმხვერპლა

24/03/2020 11:42:38 მსოფლიო

დღე–ღამის განმავლობაში ესპანეთში ახალმა კორონავირუსმა 514 ადამიანი იმხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებით 6 584 პირი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 39 673.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 16 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 381,000–ს გადააჭარბა, 102 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 67 შემთხვევაა დადასტურებული. 67 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S