Accentnews.ge
ჩინეთი 25 მარტიდან ჰუბეიში კარანტინის გაუქმებას გეგმავს

ჩინეთი 25 მარტიდან ჰუბეიში კარანტინის გაუქმებას გეგმავს

24/03/2020 12:41:15 მსოფლიო

ჩინეთი 25 მარტიდან პროვინცია ჰუბეიში კარანტინის გაუქმებას გეგმავს.

რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაცხოვრებლები პროვინციიდან გასვლას შეძლებენ, თუ არ აღმოაჩნდებათ ნიშნები, რომელთა მფლობელები კარანტინში ყოფნას ექვემდებარებიან.

უხანში – ჰუბეის ადმინისტრაციულ ცენტრში, საიდანაც ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, კარანტინს 8 აპრილს მოხსნიან. ამასთან, სასწავლო დაწესებულებები პირველ ეტაპზე, ვითარების სრულფასოვან შეფასებამდე არ ამოქმედდება.

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კი პირიქით, 25 მარტიდან საკარანტინო ზომებს გაამკაცრებენ. ეს უპირველესად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში უცხოეთიდან ჩასულებს შეეხებათ.

СOVID-19-ის გავრცელება გასული წლის დეკემბერში ჩინეთიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ვირუსი ქვეყანაში 81 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. დაიღუპა 3000-ზე მეტი პაციენტი. მიმდინარე წლის მარტში ეპიდემიის ცენტრმა იტალიაში გადაინაცვლა. დღეის მდგომარეობით, იქ ვირუსი თითქმის 64 ათას მოქალაქეს დაუდგინდა, 6 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S