Accentnews.ge
ავღანეთში ნატო-ს მისიის ოთხ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავღანეთში ნატო-ს მისიის ოთხ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

24/03/2020 12:46:17 მსოფლიო

ავღანეთში ნატო-ს მისიის ოთხ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე განცხადების თანახმად, ინფიცირებული სამხედროები ავღანეთში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ და სიმპტომების გამოვლენისას სკრინინგის დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, მანამდე კი – იზოლაციაში.

მისიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ყველა ზომა ამოქმედებულია ინფიცირებული სამხედროების კონტაქტების იდენტიფიცირებისა და კარანტინში მოსათავსებლად.

ინფიცირებული სამხედროების წარმომავლობა არ საჯაროვდება.

24 მარტის მდგომარეობით, მტკიცე მხარდაჭერის მისიის 38 წევრი გრიპის მსგავსი სიმპტომებით იზოლაციაშია მოთავსებული და აუცილებელ სამედიცინო დახმარებას იღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S