Accentnews.ge
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს შესაძლოა, ათჯერ აღემატებოდეს

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს შესაძლოა, ათჯერ აღემატებოდეს

24/03/2020 14:55:35 მსოფლიო

იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს შესაძლოა, ათჯერ აღემატებოდეს. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

„ჩვენ საკმაოდ რეალურად მიგვაჩნია ერთ დადასტურებულ შემთხვევაზე ათი გამოუვლენელი შემთხვევის თანაფარდობა“, - განაცხადა იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 64000 ადამიანია ინფიცირებული, 6078 გარდაცვლილი და 7432 განკურნებული. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია გადაადგილება და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S