Accentnews.ge
ორდღიანი კლების შემდეგ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ კვლავ მოიმატა

ორდღიანი კლების შემდეგ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ კვლავ მოიმატა

24/03/2020 17:37:17 მსოფლიო

ორდღიანი კლების შემდეგ იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ კვლავ მოიმატა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 743 ადამიანი იმსხვერპლა. 23 მარტს კორონავირუსით 602 პირი გარდაიცვალა, 22 მარტს – 651.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 6820 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 54030.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 16 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 381,000–ს გადააჭარბა, 102 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 70 შემთხვევაა დადასტურებული. 70 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S