Accentnews.ge
საფრანგეთი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განვითარებად ქვეყნებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

საფრანგეთი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განვითარებად ქვეყნებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

24/03/2020 18:46:45 მსოფლიო

საფრანგეთი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განვითარებად ქვეყნებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.

„ჩვენ ვამზადებთ ფინანსური პაკეტს, რათა თავიდან ავიცილოთ ეპიდემიის იმ რეგიონებიდან და კონტინენტებიდან გავრცელება, რომელიც ხვალ შესაძლოა, ახალი რისკი გახდეს ჩვენთვის. დახმარება უნდა გავუწიოთ განვითარებად ქვეყნებს, რომელთაც ეს სასწრაფოდ სჭირდებათ“, – განაცხადა მინისტრმა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ განსაკუთრებული აქცენტი აფრიკის ქვეყნებზე გაკეთდება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 862 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 20 149.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 16 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 381,000–ს გადააჭარბა, 102 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 70 შემთხვევაა დადასტურებული. 70 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S