რუსეთში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
25/03/2020 05:10:43 მსოფლიო
რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
„როიტერის“ ცნობით, მიწისძვრის შემდეგ გამოცხადდა ცუნამის საფრთხეც. როგორც ცნობილია, მიწისძვრის ეპიცენტრი ონეკოტანის კუნძულიდან 228 კილომეტრში დაფიქსირდა.
რუსული მედია იუწყება, რომ ახლომდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.


