Accentnews.ge
მოსკოვის მერი: "მოსკოვში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს"

მოსკოვის მერი: "მოსკოვში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს"

25/03/2020 05:22:58 მსოფლიო

მოსკოვის მერის სერგეი სობინიანის განცხადებით, მოსკოვში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს.

"როიტერის" ცნობით, ამის შესახებ მოსკოვის მერმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოსკოვის გარეუბანში, საავადმყოფოში სტუმრობისას განუცხადა. პეციალურ აღჭურვილობაში ჩაცმული პუტინი იმ საავადმყოფოს ესტუმრა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ და მედიკოსებს მადლობა გადაუხადა.

როგორც მერმა აღნიშნა, შემთხვევების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან კორონავირუსზე ტესტი ძალიან ცოტა ადამიანს ჩაუტარდა.

„საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოსკოველები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ. რეალურად, მნიშვნელოოვნადა მეტი დაავადებული ადამიანია,“ - განაცხადა სერგეი სობინიანიმ.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის 495 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია ერთი ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S