Accentnews.ge
გვარდიოლამ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს 1 000 000 ევრო გადაურიცხა

გვარდიოლამ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს 1 000 000 ევრო გადაურიცხა

25/03/2020 07:18:57 მსოფლიო

ინგლისური საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს 1 000 000 ევრო გადაურიცხა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი მსოფლიოში რიგით მეხუთე ქვეყანაა (ჩინეთის, იტალიის, ირანისა და საფრანგეთის შემდეგ), სადაც ახალმა კორონავირუსმა 1000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში დაავადებით 2696 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 39 673.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 18 900 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 422 000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული. 73 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S