ტრამპი: „ერდოღანი და სირიელი ქურთები შეთანხმებისთვის მზად არიან“
25/03/2020 07:48:05 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სირიელი ქურთები სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად მზად არიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ტრამპი აცხადებს, სამშვიდობო შეთანხმება არც ერთ მხარეს არ სურდა, თუმცა სადღეისოდ ვითარება შეცვლილია.
„ერდოღანს ამის გაკეთება არ სურდა, არც – ქურთებს. საბოლოო ჯამში, მათ მოაწყვეს ე.წ. უსაფრთხოების ზონა რამდენიმე თვის წინ. და მათ დაიწყეს ომი. ვითარება ძალიან არასასიამოვნო გახდა და სხვა ქვეყნებიც ჩაერივნენ. ახლა ვამბობ, „გააფორმეთ შეთანხმება“. ისინი კი მპასუხობენ – კარგი “, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.


