Accentnews.ge
მამაკაცს, რომელიც ჩინეთში, ავტობუსში გარდაიცვალა, ჰანტავირუსი დაუდასტურდა

მამაკაცს, რომელიც ჩინეთში, ავტობუსში გარდაიცვალა, ჰანტავირუსი დაუდასტურდა

25/03/2020 08:00:46 მსოფლიო

მამაკაცს, რომელიც ჩინეთში, ავტობუსში გარდაიცვალა, ჰანტავირუსი დაუდასტურდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამ დაავადების სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ახალი ტიპის კორონავირუსის.

„იუნანის პროვინციაში ავტობუსით მგზავრობისას მამაკაცი შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით გარდაიცვალა. მას ჰანტავირუსი დაუდგინდა. ტესტირება ჩაუტარდა სხვა 32 მგზავრსაც“, – იუწყება სახელმწიფო მედია საშუალება.

შემთხვევას სოციალურ ქსელების მომხმარებლებში დიდი შეშფოთება მოჰყვა. თუმცა მეცნიერებმა ხალხი დაამშვიდეს და განმარტეს, რომ ჰანტავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა ძალიან იშვიათია.

„ჰანტავირუსი პირველად 1950–იან წლებში ამერიკულ–კორეული ომის დროს გაჩნდა კორეაში. ის ვირთხისაგან/ თაგვისგან ვრცელდება და ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცემა თუ იგი მის სხეულში ვირთხას ან თაგვის სითხე მოხვდება. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია. გთხოვთ, არ ჩავარდეთ პანიკაში, არ არსებობს პანიკის საფუძველი თუ თქვენ მათ ჭამას არ გეგმავთ“, – აცხადებს შვედი მეცნიერი სუმაივა შაიხი.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ჰანტავირუსის შემთხვევები ძალიან იშვიათია, თუმცა მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 38 %–ია.

ჰანტავირუსის 1995 წელს აშშ-ში "ცნობილი დაავადება" იყო, მაგრამ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული.

„სადღეისოდ ჰანტავირუსის არც ვაქცინა და არც მის წინააღმდეგ სამკურნალო რაიმე კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს. თუ მღრღნელებთან გქონდათ ურთიერთობა, (დაგკბინათ, შეეხეთ და ა. შ.) და ამის შემდეგ გაქვთ ცხელება, კუნთების ტკივილი და სუნთქვის გაუარესება დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს“, – აცხადებენ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S