აშშ–ის სენატი ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი $–ის გამოყოფას დასთანხმდა
25/03/2020 08:29:20 მსოფლიო
აშშ-ის სენატმა და თეთრმა სახლმა რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
„ჩვენ შევთანმხმდით. ინტენსიური დისკუსიების შემდეგ, სენატმა ორპარტიულ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია“,-განაცხადა CNN-ის ცნობით, სენატის უმრავლესობის ხელმძღვანელმა მიტჩ მაკკონელმა.
მისივე თქმით, მსგავსი ინვესტიცია „ომისდროინდელი დონისაა ამერიკისთვის“.
ცნობისთვის: ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტი თავდაპირველად სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, ხოლო შემდეგ მას ხელს ამერიკის პრეზიდენტი მოაწერს. პაკეტში აშშ–ის მოქალაქეების დახმარებაა გათვალისწინებული ორ კვირაში 1000 დოლარით.


