Accentnews.ge
პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

25/03/2020 10:42:17 მსოფლიო

ბუკინჰემის სასახლემ დაადასტურა, რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, დედოფალ ელისაბედის უფროს ვაჟს, პრინც ჩარლზს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.

71 წლის პრინცი ამჟამად შოტლანდიაში, თავის რეზიდენციაში იმყოფება. პრინცის მეუღლის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსმა 422 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 8 077.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 18 900 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 422 000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული. 73 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S