Accentnews.ge
ქვეყნები, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა

ქვეყნები, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა

25/03/2020 12:58:55 მსოფლიო

ახალი კორონავირუსი მსოფლიოს უკვე თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა, თუმცა არის გამონაკლისებიც — ქვეყნები, სადაც ინფიცირების შემთხვევა, ოფიციალური მონაცემებით, ჯერ–ჯერობით არ დაფიქსირებულა.

ოფიციალური მონაცემებით, სიაში შედის ჩრდილოეთ კორეაც, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ამ ქვეყანაში დაავადება დადასტურებულია, თუმცა ამ ფაქტს მალავენ.

ქვეყნები, სადაც ახალი კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა:

  • სიერა-ლეონე
  • სამხრეთ სუდანი
  • ბოტსვანა
  • ლესოტო
  • იემენი
  • თურქმენეთი
  • ტაჯიკეთი
  • ჩრდილოეთ კორეა
  • სოლომონის კუნძულები
  • ვანუატუ
  • ტონგა
  • სამოა
  • კირიბატი
  • ნაურუ
  • მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
  • პალაუტუ
  • ვალუ
  • მარშალის კუნძულები
  • ნიუე

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 18 900 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 422 000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული. 73 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S