Accentnews.ge
პუტინმა ერთკვირიანი დასვენება გამოაცხადა და საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო კენჭისყრა გადადო

პუტინმა ერთკვირიანი დასვენება გამოაცხადა და საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო კენჭისყრა გადადო

25/03/2020 18:09:24 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ერთკვირიანი საყოველთაო დასვენება გამოაცხადა და საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის საერთო სახალხო კენჭისყრა გადადო.

ეს პრეზიდენტობის ოთხი ვადის განმავლობაში მოსახლეობისადმი პუტინის რიგით მე-12 სატელევიზიო მიმართვა იყო.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კენჭისყრის გადავადება კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება და ახალი თარიღი არ დაუსახელებია.

"ახლა ყველაზე უსაფრთხო შინ ყოფნაა” – აღნიშნა პუტინმა და რიგი ინიციატივები გააჟღერა ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დაზარალებული, მათ შორის უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების, ასევე საწარმოებისა და სხვა ობიექტების ყოფის შესამსუბუქებლად.

პირველი ვადით გაპრეზიდენტებიდან დღემდე ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობას აქამდე სულ 11-ჯერ მიმართა: 2000 წელს, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისას მან მოსახლეობას არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა, იმავე წელს თანამდებობაზე არჩევის შემდეგ კი ფედერაციის საბჭოს ფორმირებისა და თანამდებობებიდან გუბერნატორების გადაყენების საკითხებთან დაკავშირებით მიმართა; 2001 წელს პუტინმა საჯარო კომენტარი გააკეთა აშშ-ის 11 სექტემბრის ტერაქტებთან დაკავშირებით, ორ კვირაში კი სიტყვით გამოვიდა ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე; 2002 წელს პუტინის მხრიდან საჯარო კომენტარი გაკეთდა დუბროვკაზე, თეატრალურ ცენტრში ტერორისტების ტყვეობიდან მოქალაქეთა გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით; 2004 წელს პუტინმა მოსახლეობას მიხეილ კასიანოვის მთავრობის გადაყენების შესახებ შეატყობინა, ხოლო მოგვიანებით იმავე წელს კომენტარი გააკეთა ბესლანის სკოლაში ტერორისტების მიერ ტყვეების აყვანის თაობაზე; 2007 წელს პუტინი პირველ პრეზიდენტ ბორის ელცინის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიტყვით გამოვიდა; 2016-ში განაცხადა სირიის სამხედრო ოპერაციაში გამარჯვების შესახებ; 2018-ში ერს მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმართა, ხოლო მოგვიანებით, აგვისტოში საპენსიო ასაკის ზრდის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S