Accentnews.ge
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7000–ს გადააჭარბა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7000–ს გადააჭარბა

25/03/2020 18:25:29 მსოფლიო

დღე–ღამის განმავლობაში იტალიაში ახალი კორონავირუსით 683 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსმა 7053 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 74 386, გამოჯანმრთელებულია 9362.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 18 900 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 422 000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული. 75 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S