ესპანეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა
25/03/2020 18:50:54 მსოფლიო
ესპანეთის ვიცე-პრემიერ კარმენ კალვოს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. 62 პოლიტიკოსი ჰოსპიტალიზებულია
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 3434 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 47 153.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 18 900 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 422 000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული. 75 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.


