Accentnews.ge
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა

25/03/2020 19:16:25 მსოფლიო

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუს COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 20 000-ს გადააჭარბა.ყველაზე მეტი – 7500 გარდაცვლილი იტალიაში აღირიცხა, სადაც მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 683 ადამიანი დაიღუპა.

მეორე პოზიციაზე ამ მხრივ ესპანეთია 3000 დაღუპულით, მათგან 400-ზე მეტი გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა.2 000-ზე მეტი დაღუპულია ირანში, 1 000-ზე მეტი – საფრანგეთში, 1000-ს უახლოვდება გარდაცვლილთა რაოდენობა აშშ-ში.რაც შეეხება ინფიცირებულებს, ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით მათი რაოდენობა 450 ათასს უახლოვდება.

მათგან 110 ათასი განიკურნა.იმ ადამიანებს შორის, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, იყო მონაკოს მმართველი ალბერ II, ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი, ამერიკელი სენატორი რედი პოლი, სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და დეპუტატები, მსახიობები ტომ კრუზი, ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე, სხვა ცნობადი სახეები.სადღეისოდ მილიარდობით ადამიანი შეზღუდვების პირობებში ცხოვრობს. საყოველთაო კარანტინია შემოღებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ისრაელი, აშშ-ის მთელი რიგი შტატები.რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება და სადღეისოდ, ოფიციალური მონაცემებით, 600-ს აღემატება. პრეზიდენტმა პუტინმა მომავალი კვირა უქმედ გამოაცხადა და მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა. ამასთან, კარანტინი ოფიციალურად არ გამოცხადებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S