Accentnews.ge
ამერიკელი მეცნიერი: „ახალი კორონავირუსი არ განიცდის ისეთ მუტაციას, რომელიც მას უფრო გავრცელებადსა და მწვავეს გახდის“

ამერიკელი მეცნიერი: „ახალი კორონავირუსი არ განიცდის ისეთ მუტაციას, რომელიც მას უფრო გავრცელებადსა და მწვავეს გახდის“

25/03/2020 20:30:54 მსოფლიო

ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო დეპარტამენტის მეცნიერის ვინეტ მენაჩერის შეფასებით, ახალი კორონავირუსი სწრაფ მუტაციას არ განიცდის.

„არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ამ ეტპზე ახალი კორონავირუსი განიცდიდეს ისეთ მუტაციას, რომელიც დაავადებას უფრო გავრცელებადსა და მწვავეს გახდის. ადგილი აქვს მცირე მუტაციებს და ეს თანხვედრაშია იმასთან, რასაც ჩვენ ზოგადად კორონავირუსებთან დაკავშირებით ვხედავთ. დაავადება „სარსის“დროსაც თავდაპირველი ნახტომისებური გავრცელების შემდეგ „სარსი“ სწრაფად ჩამოყალიბდა, როგორც სხვა მსგავსი ვირუსი. ამგვარად, არ ველით, უზარმაზარ ცვლილებებს, რომელიც ვირუსს უფრო მწვავესა და უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის მქონეს გახდის“, – განაცხადა მენაჩერმა "American Society for Microbiology"–ს მიერ ჩატარებულ პრეს–კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 18 900 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 422 000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული. 75 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S