აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 10 000-ზე მეტით გაიზარდა
26/03/2020 05:32:15 მსოფლიო
აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა და 68 572-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში COVID -19-ით დაღუპულია 947 ადამიანი.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 469 000-ს აღწევს, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი 21 000-ს გადააჭარბა.


