Accentnews.ge
ჩინეთში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევები 541-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევები 541-მდე გაიზარდა

26/03/2020 05:54:08 მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა კვლავ არ აღურიცხავთ, თუმცა აღრიცხულ იმპორტირებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 541-ს მიაღწია - ბოლო 24 საათში ვირუსი ჩინეთში ჩასულ 67 ადამიანს დაუდგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსით გაიზარდა.

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის ხელისუფლებამ უცხო ქვეყნებიდან ჩინეთში ჩასული ყველა პირის სავალდებულო კარანტინი დააწესა.

ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა, 3400 პაციენტი, მკურნალობას აგრძელებს ხუბეის პროვინციაში. მეორე ადგილზეა პეკინი, სადაც 150 ინფიცირებულია. გუანდუნის პროვინციაში კი კორონავირუსი 91 ადამიანს აქვს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. მას შემდეგ ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S