Accentnews.ge
"სააკაშვილი აღშფოთებულია, რომ მის ჯანმრთელობაზე ცნობები შეუთანხმებლად ვრცელდება"

"სააკაშვილი აღშფოთებულია, რომ მის ჯანმრთელობაზე ცნობები შეუთანხმებლად ვრცელდება"

11/10/2021 10:16:37 პოლიტიკა, სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მასთან შეუთანხმებლად გასაჯაროვების გამო აღშფოთებულია.

"არ ღირს უტრირება ამ საკითხების, საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით, იმიტომ რომ გუშინ მან უსმინა ყველაფერს რაც ჩვენი არხის ეთერში გადიოდა და სხვა არხების ეთერშიც გადიოდა და იგი ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი ჯანმრთელობის მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც წარმოადგენს მისი უფლებების ძალიან მძიმე დარღვევას" - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია.

გარდა ამისა, ექსპრეზიდენტის ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მისი საციცოცხლო მონაცემების გამოქვეყნების შემთხვევაში, პენიტენციურ სამსახურს შემოწმებაზე უარს განუცხადებს.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-11 დღეა, შიმშილობს. ექს–პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

"მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S