Accentnews.ge
დედამ და შვილებმა რუსთავის ციხეში მყოფი სააკაშვილი მოინახულეს: "არ არის ძველებურად"

დედამ და შვილებმა რუსთავის ციხეში მყოფი სააკაშვილი მოინახულეს: "არ არის ძველებურად"

11/10/2021 10:40:28 პოლიტიკა, სამართალი

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისმა დედამ გიული ალასანიამ და შვილებმა - ნიკოლოზ და ედუარდ სააკაშვილებმა მოინახულეს. შეხვედრის შემდეგ შვილები მედიასთან სასაუბროდ არ გაჩერდნენ, დედამ კი მცირე კომენტარი გააკეთა.

"პირველი შეხვედრა იყო და გაგვიხარდა. კარგი იქნება, რომ კვლევები ჩაუტარდეს. შიმშილობასთან დაკავშირებით მისი აზრი ვიცოდი და ამ საკითხზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა, წამოვიწყე საუბარი, მაგრამ არ იყო ეს თემა მიღებული. [...] არ არის ძველებურად. ძალიან პატარა მანძილი იყო კარებიდან იქამდე, სადაც დაჯდა და საერთოდ როგორ დადის, მაგას ვერ შევაფასებ. ვიზუალურად ძველებურად არ გამოიყურება, მაგრამ ეს არის ექიმების შესაფასებელი", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-11 დღეა, შიმშილობს. ექს–პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

"მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S