Accentnews.ge
ჰარცელი – სააკაშვილზე: "ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული"

ჰარცელი – სააკაშვილზე: "ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული"

21/10/2021 07:22:23 პოლიტიკა, სამართალი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიდგომაა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭვირვალედ განიხილებოდეს.

როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, უნდა იყოს დაცული პატიმართა უფლებები და პატიმრობის პირობები, რომელიც საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

„ევროკავშირის მიდგომაა, რომ ეს უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭვირვალედ. ასევე მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიცაა სახალხო დამცველი, ვინც არის ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ძირითადი ინსტიტუცია. მთავარია ის, რომ ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული, სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, კანონის უზენაესობის შესაბამისად.

ის კომენტარები, რასაც ინდივიდუალური ევროპარლამენტარები აკეთებენ, ეს არის მათი გადაწყვეტილება და მათზეა დამოკიდებული, მე არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირება. რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, ეს არის ის უმაღლესი სტანდარტები, რაც უნდა იყოს დაცული, ეს არის პატიმართა უფლებები და პატიმრობის პირობები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს“, - განაცხადა ჰარცელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S