Accentnews.ge
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი: "ვტოვებ თანამდებობას, რადგან არ მაქვს უფლება, კაბინეტიდან ვუყურო ასეთ ქმედებებს"

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი: "ვტოვებ თანამდებობას, რადგან არ მაქვს უფლება, კაბინეტიდან ვუყურო ასეთ ქმედებებს"

21/10/2021 11:44:48 სამართალი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი რევაზ ლაზიშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და მიზეზი რეპრესიებია, რომელიც ხელისუფლებამ სამეგრელოში, არჩევნების მეორე ტურების წინ დაიწყო.

„მე ვარ რევაზ ლაზიშვილი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სადგურ ანაკლიის უფროსი. მინდა, განცხადება გავაკეთო თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა. კერძოდ, პოლიციის თანამშრომლის რუსლან შამახიას დაკავებამ, სახლში ჩხრეკის ჩატარებამ, ბავშვების დაწიოკებამ. მე შამახიასთან მიმუშავია და კარგ პოლიციელად ვახასიათებ. არ შემეძლო, კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. ეს არის ჩემი პროტესტი. ისინი ღირსეული პოლიციელები არიან და მათ სჭირდებათ დღეს გვერდში დგომა", – განაცხადა ლაზიშვილმა.

მისი თქმით, იგი ამ საკითხზე დამატებით საუბარს არ აპირებს.

ცნობისთვის: ყოფილი ძალოვანები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ სამეგრელოს რეგიონში მათ მიმართ "რეპრესიების დაწყებაზე" საუბრობენ და მმართველი ძალის პოლიციის წარმომადგენლებს მათთვის იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის "ოჯახის წევრთა თანდასწრებით ჩადებაში" ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S