Accentnews.ge
"ეს ნამდვილი რეპრესიების დაწყებაა!" - რა ხდება სამეგრელოში

"ეს ნამდვილი რეპრესიების დაწყებაა!" - რა ხდება სამეგრელოში

21/10/2021 09:07:39 სამართალი

ყოფილი ძალოვანები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ სამეგრელოს რეგიონში მათ მიმართ "რეპრესიების დაწყებაზე" საუბრობენ და მმართველი ძალის პოლიციის წარმომადგენლებს მათთვის იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის "ოჯახის წევრთა თანდასწრებით ჩადებაში" ადანაშაულებენ.

"გამთენიისას შევიდნენ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები პოლიციის ყოფილი უფროსის - ლექსო რაფავას ოჯახში, სადაც ბავშვების თვალწინ, მეუღლის თვალწინ ავომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს ლეიბის ქვეშ. ხელისუფლება არის აგონიაში! ეს ჩვეულებრივი რეპრესიების დაწყებაა! მივმართავ პოლიციის მუშაკებს და ვთხოვ მათ, ხმა აიმაღლონ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ, რადგან საუბარია მათ კოლეგაზე და ისინი ვალდებულები არიან, თქვან სიმართლე!", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თენგიზ გუნავამ, რომელიც მომხდარს "ქართული ოცნებისთვის" არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას" უკავშირებს.

ენმ-ის სამეგრელოს შტაბის წარმომადგენლის ნიკო მიქაიას თქმით კი, "სამეგრელოში ყოფილ ძალოვანებს ჯერ აშანტაჟებენ, მაგრამ როდესაც სამეგრელოსა და თბილისში პოლიციის წარმომადგენლებმა ლექსო რაფავას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ამ ოპერაციაში ჩართვა პირადად შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძესა და კრიმინალური პოლიციის დირექტორ მამუკა ჭელიძეს მოუწიათ".

თავად კრიმინალური პოლიციის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო, რომ ზუგდიდში იმყოფებოდა და განაცხადა: „სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა რეგიონში, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S