ადვოკატი: "დააკავეს კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, მას ტყვიები ჩაუდეს"
21/10/2021 14:20:38 სამართალი
ადვოკატი ვახტან იაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი ძალოვანი გიორგი დათიაშვილი დღეს დილით თბილისში დააკავეს.
მისი თქმით, დაკავებამდე დათიაშვილს სავარაუდოდ, ავტომატის ტყვიები ჩაუდეს.
"სახლში შეუვარდნენ, ჩაუდეს ტყვიები და თან აუხსნეს, რომ თქვენ ახლა როგორც ყოფილ თანამშრომელს, ნარკოტიკს არ გაკადრებთო. პატივი სცეს რა. სავარაუდოდ, უნდა იყოს ამოღებული ავტომატის ტყვიები – ჩადებული და მერე ამოღებული. იგი ბინიდან გაიყვანეს და ჩხრეკა გაგრძელდა და ე.წ. ამოღება მის გარეშე", - აცხადებს დათიაშვილის ადვოკატი.
ცნობისთვის: ყოფილი ძალოვანები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ სამეგრელოს რეგიონში მათ მიმართ "რეპრესიების დაწყებაზე" საუბრობენ და მმართველი ძალის პოლიციის წარმომადგენლებს მათთვის იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის "ოჯახის წევრთა თანდასწრებით ჩადებაში" ადანაშაულებენ.


