Accentnews.ge
"სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფლების მიერ წაქეზებულ კრიმინალებთან"

"სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფლების მიერ წაქეზებულ კრიმინალებთან"

21/10/2021 14:36:12 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სახელმწიფოს მხრიდან მის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმას ნიშნავს.

"ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინიტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. თუმცა გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არც ერთ კერძო კლინიკაში და გადაიყანენ მხოლოდ მე-18 დაწესებულებაში – გლდანის ციხეში. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას ჯერ ერთი ის, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ უბრალოდ არ სურთ ექს–პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია. რაც შეეხება მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც, ბუნებრივია, ფიზიკრად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე", – განაცხადა საძაგლიშვილმა.

მას არ სჯერა იუსტიციის მინისტრის განცხადების, რომ მე-18 დაწესებულებაში ჰოსპიტალიზების შემხთვევაში მიხეილ სააკაშვილი სხვა პატიმრებისგან იზოლირებული იქნება:

“რანაირად შეიძლება, იუსტიციის მინისტრის პოზიცია გავიზიაროთ, რომ იზოლირებული იქნება მაშინ, როცა წინა დღეს გვითხრა, რომ კონსილიუმის ნებისმიერ რეკომენდაციას შეასრულებდა და მეორე დღეს საკუთარი ნათქვამი გადათქვა. შესაბამისად, მისი სიტყვები არაფერს ნიშნავს”.

ამასტან, მისი თქმით, რუსთავის ციხიდან ყველა პატიმარი ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში კერძო კლინიკებში გადაჰყავთ.

"სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელშეკრულება აქვს კერძო კლინიკებთან და რუსთავის ამ დაწესებულებიდან პატიმარი ყოველთვის გადაჰყავთ კერძო კლინიკაში. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე პრივილეგიას ითხოვს, ესაა სტანდარტი და მიღებული პრაქტიკა“,- დასძინა საძაგლიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S