Accentnews.ge
ექიმი: "სააკაშლის პოზიციაა, რომ იგი არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს"

ექიმი: "სააკაშლის პოზიციაა, რომ იგი არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს"

21/10/2021 16:16:42 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

ამის შესახებ ექს–პრეზიდენტი პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშლის პოზიციაა, რომ იგი არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს“, - განაცხადა ყიფშიძემ.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება. როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს გადაიყვანენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც „იგი იზოლირებული იქნება და მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება“.

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სახელმწიფოს მხრიდან მის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმას ნიშნავს:

"ეს რეალურად ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც, ბუნებრივია, ფიზიკრად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S